

3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით კონფერენცია “ქართული მედიაგარემო: არსებული გამოწვევები და ახალი გზების ძიება” გაიმართა.
კონფერენცია ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა გახსნეს.
კონფერენციაზე საქართველოში არსებული მედიაგარემოსა და პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზების შესახებ ანალიტიკური კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრაზე იმსჯელეს მაუწყებლების მიერ კორეგულირების ერთობლივი ორგანოს შექმნის ინიციატივის შესახებ.
კონფერენციის მეორე ნაწილი მედიის, როგორც პროპაგანდის საშუალების განხილვას დაეთმო, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის კონტექსტში.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას