ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობა სკოლიდან ისწავლება.
„სკოლაში ჩატარებულ გაკვეთილებს ვამჯობინეთ, რომ მოსწავლეები უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეგვეხვედრებინა. უფრო მეტად დაამახსოვრდებათ მათგან მიღებული ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობს მერია და საკრებულო, რისი უფლება აქვს მოქალაქეს, როგორ დგება და იხარჯება ადგილობრივი ბიუჯეტი“, – ამბობს ბორითის სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი რაგული კალანდაძე.
ბორითის სკოლის მერვეკლასელები ხარაგაულის თვითმმართველობის ფუნქციებსა და ვალდებულებებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის, მისი პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილისა და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით კიკნაძესგან გაეცვნენ.
ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა მოსწავლეებს მერიის სტრუქტურა გააცნო და ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენის შესახებ ესაუბრა. მან ყურადღება თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და ახალგაზრდებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
მერის პირველმა მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილმა მოსწავლეებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მოსახლეობის პრობლემები ყველაზე უკეთ ადგილობრივ ხელისუფლებას ესმის.
საკრებულოს მაკონტროლებელი ფუნქციის შესახებ და მისგან მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე მოსწავლეებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკნაძე ესაუბრა.
ბორითის თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა ია პაქსაშვილმა მოსწავლეების სახელით თვითმმართველობის წინაშე სოფელში სკვერის მოწყობა მოითხოვა. ამ იდეას მოსწავლეები პროექტის სახით დაწერენ და ხარაგაულის მერიასა და საკრებულოში წარადგენენ.
მერვეკლასელებმა ბარბარე მაჩაიძემ და თემური ზუმბაძემ ხარაგაულის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნეს, რომ ამ ვიზიტმა შესაძლებლობა მისცა, უფრო დეტალურად გაცნობოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობას და მომავალში სოფელში არსებულ სხვადასხვა პრობლემებს ხელისუფლებამდე სწორად მიიტანენ.
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების