ხვალ, 15 აპრილს, ხარაგაულის სპორტულ დარბაზში მოზარდებს შორის კალათბურთის ტურნირი გაიმართება. მოწვეულია წეროვანის ლტოლვილთა დასახლების საჯარო სკოლის გუნდი. ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორის, გრიგოლ ჭიპაშვილის, ინფორმაციით, წეროვანის საჯარო სკოლას ხარაგაულის სპორტსკოლის კალათბურთელები გასულ წელს სტუმრობდნენ.
„ვცდილობთ, პანდემიის გამო შეჩერებული სპორტული ღონისძიებები რაც შეიძლება სწრაფად განვაახლოთ და მასში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სპორტსმენებიც ჩავრთოთ, – ამბობს გრიგოლ ჭიპაშვილი, – მაისში ვგეგმავთ, გავმართოთ ტურნირი თავისუფალ ჭიდაობასა და ძიუდოში, რომელშიც ხარაგაულელ მოჭიდავეებთან ერთად სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.
აქტიურად ვატარებთ შიდა მუნიციპალურ ჩემპიონატებს, სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით. ეს შეჯიბრებები სპორტის პოპულარიზაციას ემსახურება. ჩავატარეთ კალათბურთის ტურნირი ვერტყვიჭალის სკოლის დარბაზში, სადაც დაბა ხარაგაულის გუნდმა გაიმარჯვა.
შოთიკო ჭიპაშვილისა და ალეკო ავალიშვილის სახელობის მინი ფეხბურთის ჩემპიონატში ხარაგაულის გიმნაზიის გუნდმა გაიმარჯვა. ასევე გაიმართა მაგიდის ჩოგბურთისა და ჭადრაკის ჩემპიონატები, რომლებშიც ხარაგაულის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 20 აპრილს, ხარაგაულის სპორტული დარბაზი მკლავჭიდში მუნიციპალურ პირველობას უმასპინძლებს.
ვცდილობთ, გამართულ ჩემპიონატებში მაქსიმალურად ჩავრთოთ მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების მოსწავლეები. თუმცა, მოსწავლეთა ტრანსპორტირება სერიოზული პრობლემაა. ჩემპიონატებისთვის ჩატარების დღესა და დროს ისე ვარჩევთ, რომ მონაწილეებმა მუნიციპალური ან საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობა შეძლონ. ხშირ შემთხვევაში შეჯიბრებებში მონაწილეთა ტრანსპორტირებას სკოლები უზრუნველყოფენ.
სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში ამოქმედდა კინგ ბოქსის წრე, რომელსაც გამოცდილი მწვრთნელი ნოდარ გიორგაძე უხელმძღვანელებს; ვარჯიშები ჩატარდება როგორც გოგონებისთვის, ასევე ვაჟებისთვის.
ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრმა დაიწყო ახალი რუბრიკა, რომელშიც მოისმენთ ისტორიებს ღვაწლმოსილ ხარაგაულელებზე და მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობებზე, ვიდეოები, პერიოდულად, სოციალურ ქსელში, „სპორტისა და შიდა ტურიზმის“ გვერდზე გამოქვეყნდება.
ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ჩატარებულ შეჯიბრებებშიც მონაწილეობენ. 3-5 აპრილს ხაშურში ჩატარდა საქართველოს პირველობა ჭიდაობაში 17 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის, ხოლო 10 აპრილს ქუთაისში გაიმართა სპორტის ოსტატის, აკაკი ნუცუბიძის, ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ორივე შეჯიბრზე ხარაგაულელმა მოჭიდავეებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს.
მუნიციპალიტეტის გარეთ გამართულ ჩემპიონატებში სპორტსმენების ტრანსპორტირებას სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი უზრუნველყოფს”.
ფოტოზე – მინი ფეხბურთის ჩემპიონატში გამარჯვებული ხარაგაულის გიმნაზიის გუნდი
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების