ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე კანალიზაციის სისტემის მშენებელი კომპანიის „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფის“ დირექტორი ზურაბ ბარჯაძე ამბობს, რომ სოლომონ მეფის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა 15 აპრილისთვის დასრულდება.
„60 მეტრი გვაქვს დარჩენილი. ამ წუთებშიდაც აქ ვარ და ვმუშაობთ. მიწისქვეშ 2 მეტრზე ჩავდივართ. იმდენად ბევრი კომუნიკაციაა, რომ მუშაობა ჭირს. წყალსადენის მშენებლობა ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე დასრულდა. ახლა მხოლოდ ჩვენი ჯგუფი ვმუშაობთ. 30 მეტრს დღეს გავაკეთებთ, ხვალ დარჩენილ 30 მეტრს და დავასრულებთ, ამინდი ძალიან გვაფერხებს. ერთი დღე რომ ვიმუშავებთ, წვიმა ნამუშევარს გვიფუჭებს. შემდეგ ხელახლა უნდა გავთხაროთ, ამიტომ შევფერხდით“, – ამბობს ზურაბ ბარჯაძე.
ხარაგაულში წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემების სამშენებლო სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით, მეორე წელია, მიმდინარეობს. ამის გამო ძირულა-ხარაგაულის საავტომობილო გზის მშენებლობა შეფერხდა.
საავტომობილო გზის მშენებლობა სოლომონ მეფის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების მშენებლობის დასრულების შემდეგ უნდა განახლდეს.
ამავე თემაზე:
როდის დაიწყება ხარაგაულში ცენტრალური ქუჩის მოასფალტება
ხარაგაული წვიმის დროს ატალახებულია, თუ მზეა – ყველაფერი მტვრით იფარება
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.