გასული წლის ზაფხულში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი „პიონერფილმს“ მასპინძლობდა, ხარაგაულელმა და თბილისელმა მოსწავლეებმა გადაიღეს მხატვრული და დოკუმენტური ფილმები. საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 19 აპრილს გამართულ მოსწავლეთა 69-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაზე ხარაგაულიდან წარდგენილი იყო 5 ფილმი:
1. „სტარში ლეიტენანტ გიორგი ბლუაშვილი“ – დოკუმენტური ფილმი; ავტორი ანა ბლუაშვილი, ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლე;
კონფერენციაზე ჟიურის წევრები იყვნენ კინოოპერატორი ლომერ ახვლედიანი, კინოთმცოდნე მარინა კერესელიძე, ევროპული სკოლის ხელმძღვანელი ირაკლი ჯაოშვილი, ქეთევან პატარაია.
დიდი მოწონება დაიმსახურა ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მიერ წარდგენილმა ფილმებმა. ანა ბლუაშვილისა და ნანა გოგოლაძისგან შექმნილმა ფილმებმა და ასევე ფილმმა გიორგი თავზარაშვილის მონაწილეობით, მოიპოვეს პირველი ხარისხის დიპლომები და გახდნენ კონფერენციის გამარჯვებულები. ხარაგაულიდან წარდგენილმა დანარჩენმა ფილმებმა კი დაიმსახურეს მეორე ხარისხის დიპლომები.
სტუდია „პიონერფილმის“ ხელმძღვანელის გრიგოლ ჩიგოგიძის თქმით, წლევანდელ კონფერენციაზე ხარაგაული წარსდგა მოსწავლეებისგან გადაღებული ხუთი საინტერესო ფილმით. ხარაგაულელი მოსწავლეების დელეგაციას ქალბატონი ქეთევან ხარაძე ხელმძღვანელობდა. ძალიან მიხარია, რომ ხარაგაულიდან, იმ რაიონიდან, სადაც გაიზარდა ბევრი კინომუშაკი და დიდი მეცნიერები, ბავშვები აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენთან. მჯერა, რომ ჩვენი მეგობრობა გაგრძელდება.
ანა გაჩეჩილაძე
ფოტოზე: ანა ბლუაშვილი და გიორგი თავზარაშვილი კონფერენციაზე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.