დღეს, 5 აპრილს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ფოტოგამოფენა – „დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში“ – გაიხსნა. დამთვალიერებელი აქ იხილავს ოცამდე ხარაგაულელი ექიმის ფოტოებს, მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ მასალებს.
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორის, ნინო დიდიძის, ინფორმაციით, ეს ღონისძიება ქალებს ეძღვნება და ამიტომ მნახველებს, მხოლოდ ქალი ექიმების შესახებ უამბობს.
„ბოლო ორი წელი, პანდემიის გამო, ჩვენს ცხოვრებაში ძალიან განსხვავებული და სტრესული აღმოჩნდა. ექიმების როლი განსაკუთრებულად გამოიკვეთა. ამ გარემოების გამო გაგვიჩნდა ფოტოგამოფენის – „დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში“ – გამოფენის შექმნის იდეა. მუზეუმის ფონდში დაცულია ხარაგაულელი ექიმების ფოტოები. დავუკავშირდით მათი ოჯახის წევრებსა და შთამომავლებს, რომ მათზე ინფორმაცია გაგვემდიდრებია.
ხარაგაულში მოღვაწე მედპერსონალის ფოტოებისა და ისტორიების მოძიებას ვაგრძელებთ და ამ გამოფენას აუცილებლად გავაფართოვებთ. ასევე იქმნება ელექტრონული კატალოგი.
ამასთან ერთად, მუზეუმი იწყებს სხვა სფეროების გამოჩენილი და საინტერესო ხარაგაულელების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ცნობებისა და ფოტოების მოძიებას, რაც პროფესიების მიხედვით დალაგდება და გამოიფინება. მინდა თითოეულ ხარაგაულელს ვთხოვო, რომ მოგვაწოდონ მათ ოჯახებში დაცული, საინტერესო ფოტოები და ისტორიები, ითანამშროლონ ჩვენთან“, – ამბობს ნინო დიდიძე.
„ძალიან საინტერესო გამოფენაა. აქ აღმოვაჩინე ფოტო ხარაგაულში პირველი სამშობიარო სახლისა, რომელიც რკინიგზის სადგურის მიმდებარედ ფუნქციონირებდა. გადმოცემით ვიცი, რომ აქ კვალიფიციური პერსონალი მუშაობდა. სწორედ ეს არის ამ გამოფენის ყველაზე დიდი ხიბლი, გვახსენებს და გვაცნობს ასეთ არაჩვეულებრივ პიროვნებებს“, – ამბობს ნიკოლოზ მაჭავრიანი.
„ეს ჩვენი ისტორიაა, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – ხარაგაულში ბევრი კვალიფიციური ექიმი მუშაობდა, რომლებიც ქმნიდნენ ისტორიას, გადაარჩენდნენ სიცოცხლეს. ბევრი მათგანი ჩვენ გვახსოვს, ზოგიერთი ჩვენთვის უცნობია და ამ ფოტოების მიღმა ძალიან საინტერესო ისტორიებია. ვიცი, რომ დროთა განმავლობაში ეს გამოფენა შეივსება, გამდიდრდება და კიდევ უფრო საინტერესო გახდება“.
ფოტოგამოფენა ხარაგაულის მუზეუმში ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების