

ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით, დღეს, პირველ აპრილს, ხარაგაულის მინი სტადიონზე, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების ალეკო ავალიშვილისა და შოთიკო ჭიპაშილის სახელობის მინი ფეხბურთის ტრადიციული ჩემპიონატი გაიმართა.
ტურნირში ცხრა სკოლის გუნდი ჩაერთო.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ბორითისა და გიმნაზიის სკოლის გუნდები შეხვდნენ. დაძაბულ თამაშში გიმნაზიის გუნდმა, ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა.
შოთიკო ჭიპაშვილისა და ალეკო ავალიშვილის სახელობის თასი გამარჯვებულს შოთიკო ჭიპაშვილის დედამ ლიკა კალანდაძემ და დებმა ნინო და მარიამ ჭიპაშვილებმა გადასცეს.

ტურნირში მონაწილეებს შორის, ჟიურიმ რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებული სპორტსმენი გამოავლინა და სიგელები გადასცეს.
ანზორ ტალახაძე – საუკეთესო თავდამსხმელი
ლუკა გაჩეჩილაძე – საუკეთესო გამთამაშებელი
ნიკოლოზ ყრუაშვილი – საუკეთესო მცველი
შოთა ვეფხვაძე – საუკეთესო ფეხბურთელი
გიორგი ბუაჩიძე – ბომბარდირი
თეიმურაზ ზუმბაძე – პერსპექტიული ფეხბურთელი
ნიკოლოზ ნანიტაშვილი – საუკეთესო მეკარე.
ხარაგაულელი ახალგაზრდები ალეკო ავალიშვილი და შოთიკო ჭიპაშვილი 2018 წლის 17 აპრილს ხარაგაულში ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე