ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ფოტოგამოფენა– „დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში“ – იგეგმება.
ეს გამოფენა 5 აპრილს, 13:00 საათზე, გაიხსნება.
მუზეუმის დირექტორის, ნინო დიდიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ხარაგაულში მოღვაწე 15 ექიმი ქალის საქმიანობის ამსახველი ფოტოები. ისინი დიდი პასუხისმგებლობით, თავიანთი ცოდნითა და გამოცდილებით საზოგადოებას თავდაუზოგავად ემსახურებოდნენ.
ფოტომასალებთან ერთად დამთვალიერებელი ამ ექიმი ქალების ბიოგრაფიებს გაეცნობა.
გთავაზობთ ღორეშელი ექიმის, მინადორა ორჯონიკიძის გამოფენაზე წარმოსადგენ ბიოგრაფიას:
22 წლის გოგონა ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სტუდენტობის წლებშივე ჩაება სოციალისტურ წრეებში. მან ჟენევაში იქორწინა შემდგომში მეტად დრამატულ პიროვნებასთან, მალაქია ტოროშელიძესთან.
1905 წელს თბილისში დაბრუნებისთანავე რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. მუშაობდა წითელ ჯვარში და „არა“-ში (ამერიკული დახმარების ადმინისტრაცია). 1917 წელს იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი.
1919 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს. მინადორა ორჯონიკიძე იყო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დეკლარაციის ხელმომწერი, 1919-21 წლებში სახალხო ჯანმრთელობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და შრომის კომისიის მდივანი გახლდათ. წითელი არმიის შემოჭრისას ის ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა.
პირველი რესპუბლიკის დაცემის შემდეგ იწყება მინადორა ორჯონიკიძის მეტად ტრაგიკული ცხოვრება. 1924 წელს იძულებით მოსკოვში გაასახლეს, 1936 წელს კი დააპატიმრეს.
1937 წელს მისი მეუღლე, მალაქია ტოროშელიძე, შვილები – გიორგი და ლევანი დაუხვრიტეს. თვითონ დახვრეტას სამედიცინო განათლებამ გადაარჩინა, ვინაიდან ყაზახეთში, სადაც გადაასახლეს, ექიმები ძალიან სჭირდებოდათ. სასჯელიდან განთავისუფლებული, თბილისში 1950 წელს ჩამოვიდა, ხოლო 1956 წელს რეაბილიტაცია მიიღო.
მედიცინის დოქტორი მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე 1967 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა.
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების