ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახლა გადამოწმება 2022 წლის 1 აპრილიდან განახლდება.
ამის შესახებ საქართველოს მთავრობამ დადგენილება 29 მარტს მიიღო.
დადგენილების მიხედვით, 2022 წლის 1 აპრილის შემდეგ, ის ოჯახები, რომლებსაც პირველ აპრილამდე წარმოეშვათ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტის და/ან „საარსებო შემწეობის“ შეჩერების/შეწყვეტის საფუძვლები, საარსებო შემწეობას პირველი აპრილის შემდეგაც უწყვეტად მიიღებენ მანამ, ვიდრე მათ ხელახლა არ გადაამოწმებენ.
თუ გადამოწმების შემდეგ მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა გაუგრძელდება საარსებო შემწეობის თანხის ბოლო ჩარიცხვის თვის მომდევნო თვიდან.
თუ სოციალური შემწეობის მიმღები ოჯხის წევრი გარდაიცვლება, გადაყვანილი იქნება პენიტენციალურ დაწესებულებაში,განთავსდება მინდობით აღზრდაში, ან წავა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ოჯახს სოციალური შემწეობა შეუნარჩუნდება ხელახალ გადამოწმებამდე, ამ ოჯხის წევრების კუთვნილი თანხის გამოკლებით.
მონაცემების კორექტირების შესახებ შესაბამისი დოკუმენტის ან რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე გაცემული/გადაანგარიშებული საარსებო შემწეობის თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
სოციალური შემწეობის მიმღები ოჯახების გადამოწმება პანდემიის დროს შეჩერებული იყო.
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების