

2014 წელს, საქართველოს მთავრობის ინიციატივით პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ დაემატა ახალი კომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარებას.
პროექტს ახორციელებს მეწარმეობის განვითარების სააგენტო. იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პროექტის უშუალო ხელშემწყობია ა(ა)იპ საქართველოს სკაუტური მოძრაობის ასოციაცია-საქართველოს სკაუტები.
პროექტის ხელშეწყობის მექანიზმი ითვალისწინებს თანამონაწილეობრივი დაფინანსების გაცემას, როგორც დამწყებ, ასევე არსებულ მეწარმეებზე (გარდა იურიდიული პირებისა და საჯარო მოხელეებისა). პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო წარმოება და მომსახურება. დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 5000 ლარით ერთ მეწარმეზე, 10 000 ლარით 2 მეწარმეზე და 15 000 ლარით შესაბამისად 3 მეწარმეზე. დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში მეწარმეს მოეთხოვება მინიმუმ 20%-იანი თანამონაწილეობა ბიზნესში.
კონკურსის მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო ბიზნეს იდეები. საუკეთესო ბიზნეს იდეების ავტორებს მიეცემათ შესაძლებლობა, გაიარონ სპეციალური ტრენინგი, შეადგინონ პროფესიონალური ბიზნეს გეგმა და კონკურსის წესით მოიპოვონ თანადაფინანსება.
პროექტი წარიმართება რამდენიმე ეტაპად: 1) ბიზნეს იდეების კონკურსი; 2) ბიზნეს გეგმის შედგენის უფასო ტრენინგებზე დასწრება; 3) ბიზნეს გეგმის შედგენა; 4) მონაწილეობა და გამარჯვება ბიზნეს გეგმის კონკურსში; 4)ხელშეკრულების გაფორმება და თანამონაწილეობრივი თანხების გაცემა.
პროექტში ჩართვა შესაძლებელია სპეციალური განაცხადის შევსებით და საქართველოს სკაუტური ორგანიზაციის მისამართზე გაგზავნით (განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა და შევსება შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.qartuli.ge).
განაცხადები მიიღება 18 მაისამდე ელექტრონული ფორმით, ასევე შესაძლებელია ამობეჭდილი და ხელმოწერილი განაცხადების ჩაბარება პროგრამის ოფისში: ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა #35, ტელ: 0431-24-26-13.
მაისის თვის დასაწყისში აღნიშნული ორგანიზაციისგან იგეგმება პროგრამის გაცნობითი ხასიათის შეხვედრები ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაინტერესებულ მოსახლეობასთან.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა
„ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ესაია, 7:14).