საქართველოში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სახელმწიფო კონტროლის მასშტაბების მკვეთრი ზრდა 2013 წლიდან დაიწყო. სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) მონაცემებით, თუკი 2012 წელს სურსათის ბიზნესოპერატორების 504 ინსპექტირება ჩატარდა, 2013 წელს წელს ამ მაჩვენებელმა 2000-ს გადააჭარბა, ხოლო 2019 წელს – 16 ათასს.
თუკი 2012 წელს ლაბორატორიულად შემოწმდა სურსათის, მათ შორის სასმელი წყლის, 428 ნიმუში, 2013 წელს ამ მაჩვენებელმა 800-ს გადააჭარბა, ხოლო 2019 წელს – 5000-ს. მატება კონტროლის სხვა მიმართულებებითაც აღინიშნა.
თუმცა, ვითარება საგრძნობლად შეიცვალა 2020-2021 წლებში, როცა სახელმწიფო კონტროლის რიგი მიმართულებებით მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა. კერძოდ, 2020 წლიდან დაიწყო ლაბორატორიულად შემოწმებული სურსათის (მათ შორის, სასმელი წყლის) ნიმუშების რაოდენობის კლება და 2021 წელს ყველაზე მცირე იყო, 2013 წლის შემდეგ – 2437 ნიმუში.
2016 წლიდან სისტემატურად მცირდებოდა დოკუმენტური შემოწმებების რაოდენობა და 2021 წელს ყველაზე მცირე იყო, 2014 წლის შემდეგ – 6352 შემოწმება.
მთლიანობაში, 2020-2021 წლებში, 2019 წელთან შედარებით, სურსათის უვნებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის მასშტაბი საგრძნობლად შემცირდა. 2019 წელს 30 641 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, ხოლო 2021 წელს – 23 562, ანუ 23%-ით ნაკლები.
2020-2021 წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა ლაბორატორიულად შემოწმებული ვეტპრეპარატების რაოდენობა და 2021 წელს ყველაზე მცირე იყო, 2014 წლის შემდეგ – 196 ნიმუში.
სურსათის ეროვნული სააგენტო ამას შემდეგი მიზეზებით ხსნის:
ამასთანავე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ერთობლივი რეკომენდაციის საფუძველზე, პანდემიიდან გამომდინარე, შემცირდა სურსათის ნიმუშების აღება და მათი ლაბორატორიული კვლევა.
აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად, 2020-2021 წლებში საგრძნობლად გაიზარდა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლი. თუკი 2019 წელს 150 ასეთი ობიექტი შემოწმდა, 2020 წელს ამ მაჩვენებელმა 500-მდე ობიექტი შეადგინა, ხოლო 2021 წელს – 700-ზე მეტი, რაც დაახლოებით 365%-იანი ზრდაა, 2019 წელთან შედარებით.
იმედია, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, 2022 წლიდან სურსათის უვნებლობის კონტროლი გაფართოვდება.
ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა ისიც, რომ სურსათის ლაბორატორიულად შემოწმებული ნიმუშების რაოდენობა 2020 წლამდეც არ იყო საკმარისი საქართველოს ზომის ქვეყნისათვის. რაც მთავარია, ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ მუშაობს სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასებისა და კონტროლის დაგეგმვის ეფექტიანი სისტემა.
წყარო – momxmarebeli.ge
ზემოაღნიშნული პრობლემების შესახებ მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ:
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების