„კივიტას გეორგიკა“ ათ მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს.
სამიზნე მუნიციპალიტეტებია – ჭიათურა, თერჯოლა, საჩხერე, ტყიბული, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, თელავი, ყვარელი, თეთრიწყარო.
„კივიტას გეორგიკას“ სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტი ოლგა მუსხელიშვილი ამბობს, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში ორ-ორი საბავშვო ბაღი შეარჩიეს. ამ საბავშვო ბაღებში თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებით აღჭურვილი ერთი ოთახი მოეწყობა, სადაც აღსაზრდელებს მეცადინეობები ჩაუტარდებათ.
„საგანმანათლებლო რესურსებზე ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ცოტა თანხა იხარჯება, – ამბობს ოლგა მუსხელიშვილი, – ამიტომ ყველა აღსაზრდელისთვის ხელმისაწვდომი ოთახის მოწყობა გადავწყვიტეთ. ბაღის აღმზრდელებს გადავამზადებთ. მათ ერთი ტრენინგი შარშან ჩაუტარდათ. წელს ივლისში მეორე ტრენინგია დაგეგმილი, ხოლო გაისად – მესამე. ამავე საბავშვო ბაღების დირექტორებიც დატრენინგდებიან.
წელსვე საბავშვო ბაღების ეზოების მოწყობა დაიწყება. შესაძლოა, ამ ათი მუნიციპალიტეტიდან სხვა ბაღი შევარჩიოთ და მოვაწყოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ეზოები, სადაც სხვადასხვა აქტივობები განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში პოლონელი სპეციალისტი მუსიკის მასწავლებლებისთვის გამართავს ტრენინგს თემაზე, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე მუსიკალური მეცადინეობა საბავშვო ბაღებში.
საქართველოში, ჯერჯერობით, საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურის სტანდარტი არ არსებობს. „კივიტას გეორგიკას“ სპეციალისტები შეიმუშავებენ კითხვარს, რომ შევამოწმოთ, საბავშვო ბაღები უსაფრთხოებისა და საგანმანათლებლო სტანდარტებს რამდენად აკმაყოფილებს“.
საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ ზემოთ ჩამოთვლილ საქმიანობებს ახორციელებს პოლონურ არასამთავრობო ორგანიზაცია „EDUKATOR“-თან ერთად, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, პროექტის – „თითოეული ბავშვისათვის სკოლამდელი განათლების ადგილობრივი პოლიტიკის სისტემური მხარდაჭერა“ – ფარგლებში.
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების