
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლად მცხოვრები მოსახლეობა გაზიფიცირებას მოითხოვს.
„ბუნებრივ აირს ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობა სიზმარში თუ ვნახავთ“, – სოციალურ ქსელში წერს ჩრდილელი მერაბ თიკანაშვილი.
რომელი სოფლების გაზიფიცირება იგეგმება ხარაგაულში წელს და რა გზებს მიმართავს ადგილობრივი ხელისუფლება გაზიფიცირების პროცესის დასაჩქარებლად, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მერის მოადგილეს, დავით დევდარიანს, მივმართეთ.
„2022 წელს ხარაგაულში ქროლის, წიფის, ღარიხევის, კიცხის იგორეთისა და ლაშის იგორეთის გაზიფიცირების იგეგმება, – ამბობს დავით დევდარიანი, – ჩვენ რა უნდა ვქნათ, ვერ ვხვდები. ცენტრალური ხელისუფლების წინაშე დავაყენეთ პრიორიტეტად, რომ უფრო მეტი სოფელი გაზიფიცირდეს. თუმცა, ყველას გაზიფიცირება ერთდროულად ვერ მოხერხდება“.
ამჟამად ხარაგაულის 79 სოფლიდან ბუნებრივი აირი მიეწოდება ხარაგაულს, ბაზალეთს, ჯაფაროულს, თეთრაწყაროს, ახალსოფელს, ჩხერს, ისლარს, კიცხს, ლაშეს, ვარძიას, ფარცხნალს.
ამ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში, მომხმარებელთა დაინტერესება და კომენტარები მოჰყვა.
ერთი თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის –
16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს,
2025 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მოსახლეობის
ზაფხული სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად