

„ყოველთვის გახსოვდეთ, რომ საქართველო ვერასოდეს განვითარდება, თუ თითოეული თქვენგანი არ იქნება თავისუფალი, თუმცა თავისუფლება გულისხმობს უდიდეს პასუხისმგებლობას“ – აღნიშნა იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ, 19 აპრილს ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში, პროექტის „სამოქალაქო განათლების ცენტრი“ მონაწილე მოსწავლეებთან გამართულ შეხვედრაზე.
იურისტი მოსწავლეებს ესაუბრა თემაზე „სახელმწიფოს არსი.“ მოუთხრო მისი წარმოშობის მიზეზებსა და ჩამოყალიბების პროცესებზე. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო არ არის შექმნილი ვინმეს, მათ შორის ღმერთის, სამსახურად, ის უნდა ემსახუროს სახელმწიფოს თითოეულ წევრს, ხოლო სახელმწიფოს თითოეული წევრი უნდა იყოს თანაბარუფლებიანი.
სამოქალაქო განათლების ცენტრი პარლამენტში ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით 28 მარტს ჩამოყალიბდა. პროექტში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 26 მოსწავლე მონაწილეობს. მათ უტარდებათ ლექცია-სემინარები სხვადასხვა აქტუალურ თემებზე.
სამოქალაქო განათლების ცენტრის ერთ-ერთი მონაწილე, ლეღვნის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ შარიქაძე ამბობს, რომ ასეთი საუბრები მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, „დადებითად ვაფასებთ თითოეულ ასეთ შეხვედრას და ყოველთვის ვიძენ ახალ ცოდნას თითოეული ასეთი ლექციით. ამასთან, ერთმანეთს ვუმეგობრდებით პროექტის მონაწილეები და ეს ძალიან კარგია“.
საღანძილის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე შალვა სუთიძე აღნიშნავს, რომ ძალიან უხარია ასეთ პროექტში მონაწილეობა, რადგან მიიჩნევს, რომ ასეთი პროგრამები ბავშვების ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. „აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი დღით. გავიღრმავე ცოდნა და შევიძინე ახალი მეგობრები“.
იურისტ გიორგი მშენიერაძის აზრით, საქართველოს მთავარი გამოწვევა თავისუფალი ადამინების აღზრდა, ჩამოყალიბებაა და ასევე სწორი გაგება სახელმწიფოს არსისა. „ჩვენი საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ არის საბჭოური მენტალიტეტის.
ასეთ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო მათგან განყენებული, ცალკე დამოუკიდებელი ინსტიტუციაა. აუცილებელია, თითოეულმა ადამიანმა ადრეული ასაკიდან გაითავისოს, რომ სახელმწიფო – ეს თითოეული მათგანია და თითოეული მათგანია პასუხისმგებელი, როგორც ინსტიტუტების დაკომპლექტებაზე, ასევე სახელმწიფოს ანგარიშვალდებულებასთან მიმართებაში. ამიტომ ასეთი შეხვედრები კარგია იმისათვის, რომ ადამიანებმა ადრიდანვე შეძლონ სახელმწიფოში საკუთარი როლისა და ვალდებულებების გათავისება“.
თამთა გოგოლაძე
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა
„ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ესაია, 7:14).