

სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის გაზაფხულზე მიწის დამუშავება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.
ფერმერების უმრავლესობა მიწას ისევ ხარებით ან მოტობლოკებით ამუშავებს.
წელს ფერმერებს მიწის დახვნას სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანია სთავაზობს. ამ კომპანიის სერვისცენტრი იმერეთში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთაში მდებარეობს.
როგორ უნდა მოიქცეს მიწის დამუშავების მსურველი ფერმერი და რა ღირს მომსახურება, – ამ შეკითხვებით სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის ზესტაფონის სერვისცენტრის ხელმძღვანელს ბადრი მესხს მივმართეთ.
ბადრი მესხისგან მოპოვებული ინფორმაციით, მიწის დამუშავების მსურველი პირი სერვისცენტრში უნდა მივიდეს და ხელშეკრულება გააფორმოს. ბანკში შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ ფერმერი მომსახურებას მიიღებს.
მიწის დამუშავების ფასები ასეთია:
ამ შემთხვევაში საწვავი მიწის დამუშავებისთვის თავად ფერმერმა უნდა შეიძინოს.
ბადრი მესხის თქმით, ერთ ჰა მიწის დამუშავებისთვის 50-51 ლიტრი საწვავია საჭირო.
ამ თანხას დაემატება ტრაქტორის ტრანსპორტირების თანხა არგვეთიდან კონკრეტულ სოფლამდე – 1კმ-ზე 2 ლარი.
მიწის დამუშავების მსურველები ტელეფონით დაუკავშირდით ბადრი მესხს შემდეგ ნომერზე – 593 59 59 49.
ოფიციალური მონაცემებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახნავ-სათესი მიწის საერთო ფართობი 3 856 ჰექტარია.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე