

საკრებულოს ის დეპუტატები, რომლებიც თანამდებობაზე არჩეულები არ არიან, ხარჯს ამომრჩევლებთან ურთიერთობისთვის (მათი მოთხოვნების განხილვა, მათთვის ანგარიშის საჯაროდ წარდგენა), საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებში მუშაობისთვის, საკრებულოს გადაწყვეტილებებისა და დადგენილებების პროექტების მომზადებისა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრებისთვის მიიღებენ.
ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობები „წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს“ განეკუთვნება.
2021 წლის მოწვევის საკრებულომ დეპუტატებზე ხარჯების ანაზღაურების წესი არასწორად დაადგინა, – ხარვეზი მთავრობის ადმინისტრაციამ გამოავლინა.
საკრებულოს დადგენილი ჰქონდა, რომ დეპუტატებს ყოველთვიურად 675 ლარი უნდა მიეღოთ მხოლოდ საკრებულოს, კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში მონაწილეობისთვის, ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის. ეს საქმიანობები „სადეპუტატო უფლებამოსილებებს“ განეკუთვნება.
დაკორექტირებული წესის მიხედვით, საკრებულოს არათანამდებობის პირ წევრებზე ხარჯი ანაზღაურდება შემდეგი საქმიანობისთვის:
ჩამოთვლილი საქმიანობიდან ერთ-ერთის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხარჯის ასანაზღაურებლად გასაცემი მაქსიმალური თანხა – 675 ლარი და 50 თეთრი, 5%-ით (33 ლარი) შემცირდება.
იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატი არც ერთ მოთხოვნას არ შეასრულებს, ხარჯი საერთოდ არ მიეცემა.
საკრებულოს წევრებმა გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს თავმჯდომარეს მოხსნებითი ბარათით ყოველი თვის 14 რიცხვში უნდა წარუდგინონ.
საკრებულოს, კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში დეპუტატების მონაწილეობას კი საკრებულოს აპარატი აღრიცხავს.
ამ საკითხს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 4 აპრილის სხდომაზე განიხილავს.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი