„ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის“ ორგანიზებით, შაბათს, 19 მარტს, ხარაგაულში ხარაგაულელები ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იდეის გარშემო ვიკრიბებით!
ასეთი მწვავე გლობალური დაძაბულობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ირგვლივ შევქმნათ ცხადი მორალური ღირებულებები, შევიკრათ გულწრფელი საერთო იდეების გარშემო და მხარი დავუჭიროთ ახალ თაობას, რომელიც თავისუფალ საქართველოში დაიბადა და ბოლომდე თავისუფალ საქართველოში ცხოვრება სურს.
ჩვენ სწორედ ამ თაობის, მათი პოზიტიური მომავლის და მათი თავისუფლების მხარდასაჭერად ვიკრიბებით.
შეგახსენებთ, რომ რუსული აგრესიის პარალელურად, საქართველოს რეგიონებში პრორუსული პარტიების ოფისები მომრავლდა, რომელთა ძირითადი მიზანი ადგილობრივ მოსახლეობაში დაბნეულობის შექმნა, რუსეთის მიმართ კეთილგანწყობის, დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის გავრცელებაა.
მათი ამორალური ლექსიკა დღითიდღე აქტიურდება ძირითადად Facebook-ზე, ამოფარებულია კლავიატურას, ყალბ Facebook პროფილებს და მიზნად ისახავს პროტესტით სავსე ახალი თაობის დათრგუნვას, რეგიონებში უიმედობის შექმნას და სიძულვილის გაღვივებას.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პროტესტის გამოხატვის დროს საზოგადოებაში დაბნეულობის, პესიმიზმისა და სიძულვილის ენის გაღვივება, ძალადობის წაქეზება და საზოგადოების ამ გზით გადაღლა რუსული პროპაგანდის კარგად ნაცნობი ხერხია.
ხარაგაულში მეხუთე კოლონისა და სიძულვილის სივრცე არ არის!
ასაკის, სამუშაო ადგილის, გვარის და საცხოვრებელი ადგილის განურჩევლად, ყველა ხარაგაულელს მოგიწოდებთ შემოუერთდეთ ჩვენს თავისუფალ შეკრებას!
ხარაგაულელთა ახალი თაობისთვის ჯანსაღი მომავალი ჩვენი შესაქმნელია!
დრო: 16:00 საათი, 19 მარტი, შაბათი;
ლოკაცია: სადგურის ხიდი, თამაზ კიკნაძის სახელობის სკვერი
რამაზ ბლუაშვილის ფოტო
ამავე თემაზე:
ხარაგაულში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გახსნას აპროტესტებენ
ხარაგაულში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გახსნას, მეორე დღეა, აპროტესტებენ
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი