ბულგარეთში გამართულ  თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდელ მოჭიდავეთა შორის ხარაგაულელი ევსემ შველიძე (79 კგ. წონით კატეგორიაში) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ევსემი ფინალურ შეხვედრაში ბერძენ გეორგიოს კუგიუმციდის დაუპირისპირდა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე, ათ წონით კატეგორიაში შვიდი  მედალი მოიპოვა და გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრები თბილისში 15 მარტს დაბრუნდება.

შეჯიბრისთვის თბილისში ვემზადებოდი,  – ამბობს ევროპის ვიცეჩემპიონი ევსემ შველიძე, – ოქროს მედლისთვის ვიბრძოდი, თუმცა ფინალურ ბლოკში სხვადასხვა მიზეზების გამო დავმარცხდი. ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობს პირველად მივიღე და ვერცხლის მედალი დიდი გამარჯვებაა.

მადლობა ჩემს მწვრთნელებს. ჭიდაობა ანზორ მაღრაძემ შემაყვარა და ჩემი პირველი მწვრთნელიც ის იყო, მისი გარდაცვალება ძალიან სამწუხაროა, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო მის ოჯახსა და ახლობლებს.

ვარჯიში რევაზ შერგელაშვილთან გავაგრძელე, მისი დამსახურებით, სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისში საუკეთესო მწვრთნელთან არჩილ ქიტიაშვილთან მოვხვდი.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვარჯიშს მსოფლიო ჩემპიონატისთვის გავაგრძელებ და ჩემს ვერცხლის მედალს ოქროთი ჩავანაცვლებ. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს, აუცილებლად გაგახარებთ”.