

მეოთხე დღეა, მარელისში რკინიგზის გადასასვლელ ხიდზე, მეწყერის ჩამოწოლის გამო, სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეწყვეტილია.
„საქართველოს რკინიგზა“ სამგზავრო მატარებლების მიმოსვლის აღდგენას 11 მარტიდან ვარაუდობდა. თუმცა, ამჯერად კონკრეტული თარიღი ვეღარ სახელდება.
„საქართველოს რკინიგზას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ირინა ხიზანიშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ჯერჯერობით, ისევ არის მეწყერის დაძვრის საშიშროება.
„გეოლოგების დასკვნას ველოდებით, – ამბობს ირინა ხიზანიშვილი, – სანამ უსაფრთხოების ზომები არ იქნება მაქსიმალურად განსაზღვრული და გათვლილი, სამგზავრო მატარებლებს ვერ გავუშვებთ. გეოლოგების დასკვნა როდის გვექნება, არ ვიცით“.
რკინიგზაზე სატვირთო მატარებლების მიმოსვლა 8 მარტს აღდგა.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხევი-ვერტყვიჭალა-შორაპანის
სოციალური ქსელები გლობალური
ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ გამოაქვეყნეს
გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) საქართველოს
დაიწყო რეგისტრაცია მერების შეთანხმების ყოველწლიური ცერემონიისთვის,