ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსად აკაკი ლურსმანაშვილი დანიშნა.
ეს თანამდებობა ვაკანტური 2021 წლის ნოემბრიდან გახდა – მას შემდეგ, რაც ამ სამსახურის უფროსმა გიორგი ჭყოიძემ პოსტი დატოვა.
აკაკი ლურსმანაშვილი 2017 წლის მოწვევის საკრებულოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“. ის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კიცხის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს. 2005-2017 წლებში ის ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ფინანსიტ-ბუღალტრად მუშაობდა.
პირველ მარტს მერიის ორი სამსახურის უფროსი დაინიშნა.
ამ დრომდე ვაკანტურია სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურების უფროსების თანამდებობები.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში ია ტაბატაძე ამბობს, რომ ამ თანამდებობის დასაკავებლად, კონკურსები როდის გამოცხადდება, ჯერჯერობით, უცნობია.
მისივე თქმით, შიდა კონკურსი გამოცხადდება ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, ხოლო სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის ვაკანსიაზე, სავარაუდოდ, – ღია კონკურსი.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი