

მიმდინარე წლის იანვარში შს სამინისტროში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შეიქმნა. ამ სააგენტოს დაქვემდებარებაში გადავიდა მუნიციპალიტეტების სახანძრო-სამაშველო სამსახურები. განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად სამსახურის გარეშე დარჩა ათეულობით დასაქმებული.
„როდესაც დავინტერესდით, თუ რა ნიშნით შეირჩნენ თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განგვიმარტეს, რომ გათავისუფლებულთაგან ზოგი ავად იყო, ზოგი ნასამართლევი, ზოგმა ვერ დააკმაყოფილა საკვალიფიკაციო მოთხოვნები,“ – აღნიშნა 6 აპრილს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა ქეთევან ზუმბაძემ. მან კოლეგებს
შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოდან ერთ-ერთი გათავისუფლებული პირისადმი გამოგზავნილი წერილი გააცნო. წერილის თანხმად, სააგენტო დაკომპლექტდა იმ თანამშრომლებით, რომლებიც მუშაობდნენ გუბერნიების, მერიების და მუნიციპალიტეტების სახანძრო-სამაშველო სამსახურებში და წარმოდგენილი იქნენ დასანიშნად მათი ხელმძღვანელების მიერ. ქეთევან ზუმბაძე მიიჩნევს, რომ ამ სიებს სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი გამგეობის ჩარევის გარეშე ვერ გადასცემდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე ამბობს, ადამიანები შეიყვანეს შეცდომაში. გათავისუფლებულ თანამშრომლებს ვუთხარი, რომ დაეცვათ საკუთარი უფლებები და მიემართათ სასამართლოსთვის. იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც ბევრი უარყოფითი პროცესი მოჰყვა, გასწორდება და შსს კიდევ ერთხელ დაუბრუნდება ამ საკითხს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,