
მარელისში ჩამოწოლილი მეწყერის გამო ხარაგაული-მოლითის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა დაზიანდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მოპოვებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია ვახანისწყალზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გავლით.
ლეღვანი-ვახანის მაჟორიტარი დეპუტატი ვერა ოდიკაძე ამბობს, ჩამოშლილი მთის მასივის გატანა საავტომობილო გზიდან, ჯერჯერობით, არ დაწყებულა. მისი თქმით, გეოლოგების დასკვნას ელოდებიან, რადგან მიწის მასივის გამოტანა რომ დაიწყონ, მეწყერი, შესაძლოა, ისევ დაიძრას.
„ცენტრალური გზის ერთკილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც მეწყერმა დააზიანა, გავლა შეუძლებელია, – ამბობს ვერა ოდიკაძე, – ავტომანქანები შიდა სასოფლო გზით სარგებლობენ და შემდგომ მთავარ გზაზე გადადიან.
მეწყერმა მარელისის სკოლისა და სადგურის დასახლებისკენ მიმავალი საავტომობილო გზა ჩახერგა. როდის აღდგება ცენტრალური საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ჯერჯერობით, უცნობია“.
საავტომობილო გზა და რკინიგზის ხიდი 7 მარტს გამთენიისას მეწყერმა დააზიანა.
8 მარტს ღამით სატვირთო მატარებლების მიმოსვლა აღდგა. სამგზავრო მატარებლების მოძრაობა 11 მარტიდან განახლდება.
მეშვიდე წელია, რაც მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის
ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს,
ერთი თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის –
16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს,