ხარაგაულში მშენებარე საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შესასყიდად ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა  8 აპრილს ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 43 292 ლარი (დღგ-ს გარეშე).

ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველთა განაცხადები 22 აპრილამდე მიიღება.