

ბოლო 24-საათში ხარაგაულში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ალექსანდრე ტაბატაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, მათგან ორი არასრულწლოვანია.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან სამი დ. ხარაგაულში დადასტურდა, 2-2 ქვებსა და ხიდარში, თითო-თითო შემთხვევებია ვანში, ხონში, ზვარესა და ბორში.
ხარაგაულში covid-19-ის პირველად დადასტურებიდან (2021 წლის 15 ოქტომბერი) 2 მარტამდე სულ ამ ვირუსით 5220 პირი დაინფიცირდა, მათგან 4770 გამოჯანმრთელდა, 47 გარდაიცვალა.
2 მარტის მდგომარეობით ხარაგაულში 403 ინფიცირებულიდან სტაციონარში 6 პირი მკურნალობს, იზოლაციაშია 77 ადამიანი.
რამაზ ბლუაშვილის ფოტო
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,