

ბოლო 24-საათში ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ეს ინფორმაცია ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოვიპოვეთ. ამ ცენტრის დირექტორის, ალექსანდრე ტაბატაძის ინფორმაციით, ინფიცირებულთა რიცხვი იკლებს, თუმცა, რეგულაციების დაცვა – პირბადის ტარება და კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია აუცილებელია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან პირველ მარტამდე ამ ვირუსით სულ 5208 ადამიანი დაავადდა, მათგან 4670 გამოჯანმრთელდა, ხოლო 47 გარდაიცვალა.
პირველი მარტის მდგომარეობით ხარაგაულში 517 ინფიცირებულია, მათგან საავადმყოფოში 5 პირი მკურნალობს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,