

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, 27 თებერვლიდან საქართველოს ტაძრებში უკრაინელი ხალხისათვის ჰუმანიტარული დახმარება (ბურღულეული, ზეთი, ფქვილი, წყალი, პირველადი მოხმარების მედიკამენტები და ა.შ.) გროვდება.
„მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში, მეუფე მელქისედეკის კურთხევით, ჰუმანიტარული დახმარება ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულისა და ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრებში შეგროვდება.
მოვუწოდებ საზოგადოებას, ჩვენს მრევლს აქტიურად ჩაერთონ აქციაში“, – ამბობს, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეკონომოსი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე).
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,