„უკრაინელი ხალხი დიდ პატივისცემას იმსახურებს!წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი გუგული მაღრაძე, – პრეზიდენტიდან დაწყებული, რიგითი მოქალაქით დამთავრებული, მამაცურად და თავგანწირულად იბრძვის და არა მხოლოდ თავის ქვეყანას, არამედ მთელ ცივილიზირებულ სამყაროს იცავს.

რუსეთს აჩერებს მხოლოდ ძალა!

ვიხსენებ, – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 2013 წელს, დახურულ სხდომაზე, სოციალისტების ფრაქცია იხილავდა რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვის საკითხს.

არაერთი ჩვენი ევროპელი კოლეგა იცავდა მოსაზრებას, რომ რუსეთი არ უნდა გაგვერიცხა. ისინი თვლიდნენ, რომ რუსეთი უნდა ყოფილიყო წევრი, რომ მასზე ზემოქმედება ყოფილიყო შესაძლებელი.

მე თითქმის უმცირესობაში ვიყავი, რადგან ვამტკიცებდი, რომ რუსეთი მხოლოდ ძალას უწევს ანგარიშს, – იქნება ეს გამოხატული პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამხედრო ზეწოლაში.

დრო მოწმობს, რომ ეს პოზიცია სწორია.

მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ყველა მიმართულებით რუსეთის დამარცხებაზე.

დიდება და გამარჯვება უკრაინას!“