

მეორე დღეა, რუსეთი უკრაინას თავს დაესხა და ყველა დიდ ქალაქს ბომბავს.
ხარკოვში ოჯახით მცხოვრები ჩვენი თანამემამულე ხათუნა პაქსაშვილი ამბობს, რომ წუხელ უკრაინაში უმძიმესი ღამე ჰქონდათ:
-ფაქტობრივად, მთელი ღამე არ გვეძინა. ქალაქის მოსახლეობა თავს მეტროში ვაფარებდით.
ამჟამად შედარებით სიმშვიდეა და სახლში ვართ. როგორც ვიცი, წუხელ ხარკოვში საომარი მოქმედებების შედეგად არავინ გარდაცვლილა. ჯერჯერობით, სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები მუშაობს, საჭმელ-სასმელიც გვაქვს.
31 წელია, ხარკოვში ვცხოვრობ. ოჯახს პატარა ბიზნესი გვაქვს. ჩემი ქალიშვილი თავისი ოჯახით დნეპრშია. ხარკოვში მეუღლესთან და ვაჟიშვილთან ერთად ვარ.
იმედია, გადავრჩებით და უკრაინა გაიმარჯვებს. მშვიდობა ყველას. მიყვარხართ და მადლობა თანადგომისთვის.
ფოტოზე: უკრაინელები თავს მეტროს აფარებენ
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე