

ბოლო 24-საათში ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების 60 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, კორონავირუსის 15 შემთხვევა დაბა ხარაგაულში დაფიქსირდა, ლეღვანში – 6, ლაშესა და საღანძილეში – 5-5, ბორითში, ჩხერში, ბაზალეთსა და კიცხში – 3-3, ვახანში, თეთრაწყაროსა და უჩამეთში – 2-2.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში covid-19-ის პირველად დადასტურებიდან (2021 წლის 15 ოქტომბერი) ამ დრომდე, კორონავირუსით 5093 პირი დაავადდა. მათგან 4440 გამოჯანმრთელდა, ხოლო 47 გარდაიცვალა.
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი ლაბორატორიულად დადასტურებული აქვს 606 ადამიანს. მათგან 19 ინფიცირებული სტაციონარში მკურნალობს.
გუშინ, 21 თებერვალს, ხარაგაულისა და ბორითის კოვიდკლინიკების თანამშრომლები გეგმიურად გაიტესტენ. მათი PCR ტესტების პასუხები, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,