

ხუნევში 30 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი ევროკავშირის დაფინანსებით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, შენდება.
ამ ბაღის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში ამხანაგობა „ბარსონბილდსმა“ (დირექტორი ბექა ბარსონიძე) გაიმარჯვა. ხელშეკრულების თანახმად, ხუნევის საბავშვო ბაღის მშენებლობა 2022 წლის ივნისში უნდა დასრულდეს; მშენებლობის ღირებულება 588 000 ლარია.
ხუნევის საბავშვო ბაღის პრობლემას „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია სისტემატურად აშუქებდა. 1986 წელს აშენებული ამ ბაღის შენობა, წლებია, ავარიულია და სარემონტო სამუშაოების ჩატარება იქ შეუძლებელია. რიკოთის ავტობანის მშენებლობამ საფრთხე კიდევ უფრო მეტად გააღრმავა.
ამჟამად ამ საბავშვო ბაღში 19 აღსაზრდელია.
ფოტოზე: ხუნევის საბავშვო ბაღის ახალი შენობა სკოლისა და საექიმო ამბულატორიის მიმდებარედ შენდება
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
8 თებერვალს საქართველოში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე
დღეს, 11 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“
6 თებერვალს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში კონკურსის,
გაზაფხულიდან გაიყიდება ფუტკრის ძლიერი ოჯახები, 10 ჩარჩოზე.