

17-20 თებერვალს ხარაგაულში კორონავირუსი 142 ადამიანს დაუდასტურდა.
21 თებერვლის მონაცემებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულია 566 ადამიანი, მათგან 20 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს.
ხარაგაულში პირველად დაფიქსირებიდან დღემდე covid-19-ის 5033 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 4420 გამოჯანმრთელდა, ხოლო 47 ადამიანი გარდაიცვალა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმის, ნინო ყიფშიძის, ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში ტესტირებაზე მოქალაქეთა მომართვიანობა შემცირდა, თუმცა დადებითობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია.
„გასულ კვირაში კორონავირუსზე გეგმიური ტესტირება ხარაგაულში მოქმედი სკოლების პედაგოგებსა და საბავშვო ბაღების აღმზრდელებს ჩაუტარდათ, ხარაგაულში 10-მდე მასწავლებელი კოვიდინფიცირებულია. შემდეგი კვირიდან, სავარაუდოდ, მასწავლებელთა ტესტირებას სკოლებში სკოლის ექიმები უზრუნველყოფენ; ხოლო იმ სკოლებში, სადაც ექიმის კაბინეტი არ ფუნქციონირებს, პერსონალს კვლავ ჩვენ გავტესტავთ“, – ამბობს ნინო ყიფშიძე.
დღეს ხარაგაულისა და ბორითის კლინიკებში მედპერსონალის გეგმიური PCR ტესტირება ჩატარდა. შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე