

ხარაგაულში, სამგლიის სერზე აშენებული ემერჯენს-ამბულატორია უახლოეს დღეებში შესაბამისი სამედიცინო აპარატურით აღიჭურვება.
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნუგზარ ბოლქვაძის ინფორმაციით, ოთახებში განთავსდა შესაბამისი ავეჯი.
„14 აპრილისთვის შემოვიტანთ ახალ აპარატურას – ლაბორატორიულ ტექნიკას, რენტგენისა და ულტრაბგერითი გამოკვლევის აპარატებს, სამედიცინო ავეჯს, რეაქტივებს. ალბათ, დაგვჭირდება ხუთი-ექვსი დღე აპარატურის დასამონტაჟებლად. შემდეგ სამედიცინო პერსონალს ტრენინგები უნდა ჩავუტაროთ. სავარაუდოდ, 24 აპრილს, ხარაგაულში ემერჯენს-ამბულატორია გაიხსნება,“ – ამბობს ნუგზარ ბოლქვაძე.
ხარაგაულის საავადმყოფოს ხელმძღვანელი ექიმი ქეთევან აბრამიშვილი ძალიან გახარებულია და ამბობს, რომ ხარაგაულში პაციენტები მიიღებენ იმ სამედიცინო მომსახურებას, რაც ამ ტიპის დაწესებულებებშია გათვალისწინებული.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელ კობა ლურსმანაშვილის თქმით, ემერჯენს-ამბულატორიის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.
„წყლის დროებითი ხაზი გავაკეთეთ, სანამ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს დავიწყებდეთ. მუნიციპალიტეტს გადმოეცა ჩვენს ტერიტორიაზე არსებული წყლის ძირითადი მარაგები. საავადმყოფოს გვერდით დამონტაჟდება 200 მ3 წყლის ტევადობის რეზერვუარები, საიდანაც მომარაგდება მიმდებარე დასახლება. აქ მოსახლეობას წყალი დღემდე არ მიეწოდება. ეს რეზერვუარები იქნება ამავე დროს დამატებითი მარაგი დაბა ხარაგაულისთვისაც. პროექტის განსახორციელებლად 200 ათასი ლარი დაიხარჯება და ახალ საავადმყოფოსა და მიმდებარე ქუჩებს უწყვეტად მიეწოდება წყალი,“ – ამბობს კობა ლურსმანაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ბუნებრივი აირი მოყვანილია გვერდით ქუჩაზე. განაცხადი წარდგენილია და კომპანია „სოკარი“ უზრუნველყოფს ემერჯენს-ამბულატრიისთვის გაზის მიწოდებას.
„ემერჯენს-ამბულატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა მოსაცდელები. გადავწყვიტეთ, რომ სოფლებიდან წამოსული ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოვა ამბულატორიასთან. ხარაგაულში ჩამოსული მოქალაქეები აღარ იზრუნებენ ემერჯენს-ამბულატორიამდე მოსასვლელ დამატებით ტრანსპორტზე,“ – ამბობს კობა ლურსმანაშვილი და მიიჩნევს, რომ საკრებულოს, გამგეობისა და მაჟორიტარი დეპუტატის კოორდინირებულმა მუშაობამ კარგი შედეგი გამოიღო.
გამგებელი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს. მისი ინფორმაციით, 24 აპრილს ამბულატორიის გახსნასთან ერთად გაიმართება სტაციონარის მშენებლობის დაწყების პრეზენტაცია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე ამბობს, „რომ ნორმალური სამედიცინო მომსახურება და პირობები, წლებია, პრობლემაა როგორც ხარაგაულის მოსახლეობის, ისე სამედიცინო პერსონალისთვის.
ველოდებით წლის ბოლომდე ახალ სტაციონარს და ვფიქრობ, ხარაგაულში მოსახლეობას ექნება შესაბამისი სამედიცინო სერვისები. ეს მედპერსონალის აქტიურობისა და შესაბამის უწყებებთან ჩვენი რამდენიმეწლიანი დაუღალავი მუშაობის შედეგია.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე ამბობს, რომ ემერჯენს-ამბულატორიის შენობა ხარისხიანადაა აშენებული. „ეს სერიოზული წინსვლაა. წელს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია ხარაგაულში საავადმყოფოს მშენებლობა.
სამედიცინო მენეჯმენტი რეგიონებში რთულია, მაგრამ არა – დაუძლეველი. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ლამაზი ადგილი გახდება ხარაგაულში. დარწმუნებული ვარ, რომ ერთი წლის შემდეგ ცუდ შედეგებზე არ ვიპალარაკებთ,“ – ამბობს ნოდარ ებანოიძე.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი