

ბოლო 24 საათში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 29 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ორი 18 წლამდე ასაკისაა.
ეს ინფორმაცია ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოვიპოვეთ.
ამავე ცენტრის ინფორმაციით, ხარაგაულში კორონავირუსის პირველად გამოვლენიდან 16 თებერვლამდე covid-19 ლაბორატორიულად 4891 პირს დაუდასტურდა; მათგან 4340 გამოჯანმრთელდა, ხოლო 47 – გარდაიცვალა.
16 თებერვლის მდგომარეობით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ინფიცირებული 504 პირიდან 20 სტაციონარში მკურნალობს.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ალექსანდრე ტაბატაძე მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს, რადგან, მისი თქმით, აცრილებს, ინფიცირების შემთხვევაში, ვირუსი შედარებით იოლად გადააქვთ, ვიდრე აუცრელებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,