

ხარაგაულში, თებერვლის ათ დღეში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა, იანვრის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოიმატა.
იანვარში კორონავირუსი სულ 632 პირს დაუდასტურდა. თებერვლის ათი დღის მონაცემებით კი, უკვე ხუთასზე მეტი პირია ინფიცირებული.
ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ინფიცირებულთა უმრავლესობა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ არის.
10 თებერვლის მდგომარეობით, კორონავირუსის ხარაგაულში პირველად დაფიქსირებიდან სულ 4618 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 3690 პირი გამოჯანმრთელდა, 45 – გარდაიცვალა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 10 თებერვლისთვის ინფიცირებული 883 პირიდან სტაციონარში 27 მათგანი მკურნალობს, დანარჩენები – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ალექსანდრე ტაბატაძე მოქალაქეებს კოვიდსაწინააღმდეგო აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, აცრილებს, უმეტესწილად, კორონავირუსი ადვილად გადააქვთ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,