
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 180 ცალი ჟანგბადის კონცენტრატორი, 2000 პულსის ოქსიმეტრი და სხვა სამედიცინო მოწყობილობები გადასცა. ხელსაწყოებით სოფლის ამბულატორიები აღიჭურვება.
სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა ევროკავშირისა და გაეროს ორგანიზაციების ფართომასშტაბიანი ერთობლივი პროგრამის ფარგლებში მოხდა, რომლის მიზანია, ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება და COVID-19 ზეგავლენის შემცირება.
პროგრამის შემდგომ ეტაპზე, სოფლის ამბულატორიები ტელემედიცინისთვის საჭირო დანადგარებს მიიღებენ, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე.
პროექტი გაეროს ოთხი პარტნიორის (WHO, UNFPA, UNICEF, UNOPS) მიერ ხორციელდება WHO-ს ხელმძღვანელობით. პარტნიორები შესაბამის სფეროებში დაგროვილი ექსპერტული ცოდნითა და მაღალი ეფექტურობით ხელს უწყობენ საერთო მიზნის, კერძოდ, ხარისხიანი ციფრული ჯანდაცვისა და ტელემედიცინის სერვისების საშუალებით ადამიანების ჯანმრთელობასა და ჯანდაცვის სისტემაზე COVID-19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირების მიღწევას. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის უკეთ აღდგენას პოსტკოვიდურ პერიოდში.
მეშვიდე წელია, რაც მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის
ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს,
ერთი თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის –
16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს,