

კლასიკური მუსიკის რესპუბლიკურ კონკურს-ფესტივალში „მომავლის ვარსკვლავები“ წელს ხარაგაულის სამუსიკო სკოლა ჩაერთო.
კონკურსი თბილისში 25 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში 500-ზე მეტი კონკურსანტი მონაწილეობდა.
„კონკურსზე ჩვენი სკოლის სამი მოსწავლე წარსდგა, – ამბობს სამუსიკო სკოლის დირექტორი ლალი ალექსიძე – სალომე მაჭავარიანი (ფორტეპიანო), ანა მაჭავარიანი (ვიოლინო), სალომე კვირიკაშვილი (ვოკალი). სამივე კონკურსანტმა ჟიურის უდიდესი მოწონება დაიმსახურა.“
„კონკურსზე იანვრის ბოლოს მიგვიწვიეს და ცოტა დრო გვქონდა მოსამზადებლად, – ამბობს ფესტივალში მონაწილე ანა მაჭავარიანი, – სცენაზე გასვლის წინ ვნერვიულობდი, თუმცა შემდეგ ყველაფერი დამავიწყდა. ვცდილობდი საუკეთესოდ შემესრულებინა და ჩემი თავის კმაყოფილი ვარ“.
„მშობლებისა და დირექტორის გვერდში დგომა პედაგოგისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, – ამბობს სამუსიკო სკოლის ვიოლინოს პედაგოგი თამარ ჩიმაკაძე, – კონკურსში მონაწილეობით ბავშვს უძლიერდება სურვილი, უფრო უკეთესი გახდეს“.
ფორტეპიანოსა და ვოკალის პედაგოგი დარეჯან გვაძაბია აღნიშნავს, რომ ძალიან ნიჭიერი და მოწესრიგებული მოსწავლეები ჰყავს. „სალომე კვირიკაშვილის წარმატება ბევრისთვის ცნობილია მუსიკალურ სფეროში. რაც შეეხება სალომე მაჭავარიანს, მან შარშან გაიმარჯვა ჭიათურაში ჩატარებულ საფორტეპიანო კონკურსში. გვერდში დგომისათვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს კონსულტანტ ზურაბ ვასაძესა და აკომპანიატორ დალი მერაბიშვილს“.
„კონკურსის შედეგები აპრილის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. მაისის შუა რიცხვებში კი კონსერვატორიაში გაიმართება დასკვნითი გალა კონცერტი. ჩვენი სამუსიკო სკოლა გაისადაც აუცილებლად ჩაერთვება ამ კონკურსში და მზადებას სექტემბრიდან დავიწყებთ, – ამბობს ლალი ალექსიძე.
წარმატებები ვუსურვოთ ხარაგაულის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებს.
თამთა გოგოლაძე
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა
„ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ესაია, 7:14).