

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მშენებლობის დაწყებისა და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლები დაამტკიცა.
პროექტი დეპუტატებს გამგეობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა როინ გელაშვილმა წარუდგინა.
ახალი ასაშენებელი ობიექტის ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის, როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირებისთვის, 1 ლარი განისაზღვრა; საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისთვის 1მ2-ზე – სამი ლარი.
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის ფიზიკური პირები ერთ სულზე 50 თეთრს გადაიხდიან, ხოლო იურიდიული პირები 1 მ3 ნარჩენზე – 15 ლარს.
დაბა ხარაგაულსა და კიცხის ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებულ კაფე-ბარში, რესტორანში, სასადილოსა და პიცერიაში დასუფთავების მოსაკრებელი ერთ დასაჯდომ ადგილზე 50 თეთრით განისაზღვრა, 1 მ3 ნარჩენზე – 25 ლარის ოდენობით.
25 ლარს გადაიხდიან 1 მ3 ნარჩენზე თბილისი-სენაკი-ლესელიძის (უბისა-რიკოთი 143-173 კმ) გზის მონაკვეთზე განთავსებული კაფე-ბარების, რესტორნების, სასადილოსა და პიცერიის მფლობელები.
ნინო კაპანაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,