

ზაზა ფაჩულიას ინვესტიციითა და ინიციატივით ამერიკის შემდეგ, პირველად საქართველოში გაიხსნა თანამედროვე ინტერაქციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სპორტული დარბაზი Shoot 360.
Shoot 360 Tbilisi-ს გენერალური დირექტორი ბექა ჭყოიძე ამბობს, რომ ეს დარბაზი თანამედროვე ინტერაქციული ტექნოლოგიების დახმარებით პრაქტიკული უნარების განვითარებაზე მორგებულ პროგრამებს აერთიანებს.
„ეს არის ყველაზე თანამედროვე კალათბურთის დარბაზი, რომელშიც გაერთიანებულია კალათბურთი, ტექნოლოგია და მეცნიერება ერთად, – ამბობს ბექა, – ეს ეხმარება მოთამაშეს განვითარებაში.
მთელი ვარჯიშის პროცესი აგებულია მეცნიერებასა და კვლევის შედეგებზე.
ეს კვლევები კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა და ნასას მეცნიერებმა ერთად შეიმუშავეს. ამისთვის მილიონონით სროლა და მოძრაობა შეისწავლეს.
შედეგად მივიღეთ ის, რომ მოთამაშე უშუალოდ უყურებს ვარჯიშის პროცესს და თავად ხედავს რა ეშლება ყველაზე ხშირად, ან ყველაზე კარგად რა გამოსდის.
ეს დარბაზი დაეხმარება კალათბურთელს საკუთარ თავზე მუშაობის უნარი განივითაროს, რომ მიჯაჭვული აღარ იყოს მწვრთნელზე.
ერთი თვეა, რაც ეს დარბაზი გაიხსნა და აქ მოსვლის მსურველთა რაოდენობით რეკორდი მოვხსენით. ამერიკაში ასეთი 20 დარბაზია, ჩვენ ვართ 21-ე. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოში კალათბურთი უყვართ“.
ფოტოზე: სპორტული დარბაზის Shoot 360 Tbilisi-ს გახსნაზე
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე