

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა კიდევ ერთი წარმატება და აღიარება მოიპოვა.
ირინე ჩხეიძის რეჟისორობით დადგმული საბავშვო სპექტაკლი „სათაგური“ მოსწავლეთა და სტუდენტთა სამოყვარულო თეატრალური ფესტივალის გამარჯვებულია.
ფესტივალი 1-7 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია „მოდი ნახეს“ (ხელმძღვანელი ნუგზარ ბუცხრიკიძე) ორგანიზებით გაიმართა და მასში ორი სტუდენტური დასი და ათი საბავშვო თეატრი მონაწილეობდა.
ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე, ჟიურის წევრები: ჯემალ სეფიაშვილი, ცისო კობახიძე, გოგა გეგელია, ვაჟა პაპასკირი, ნანა ხურითი.
„თორმეტი წელია, რაც ეს ფესტივალი ტარდება. ხარაგაულის თეატრი პირველად მონაწილეობდა, – ამბობს რეჟისორი ირინე ჩხეიძე, – ძალიან საინტერესო გამოცდილება მივიღეთ. სპექტაკლმა თბილისელი მაყურებლებისა და დედაქალაქში მცხოვრები ხარაგაულელების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ვულოცავ სპექტაკლის მონაწილეებს და დასის წევრებს ამ წარმატებას.“
ფოტოზე: ჯილდოვდება ირინე ჩხეიძე
ანა ავალიშვილის ფოტო
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,