

დიდია ჩვენი გულისტკივილი ხორნაბუჯის, ჰერეთისა და ნეკრესის ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოესი დიმიტრის (კაპანაძე) გარდაცვალების გამო.
იგი 46 წლისა წავიდა ჩვენგან და, მიუხედავად ახალგაზრდობისა, შეძლო სერიოზული კვალი დაეტოვებინა საქართველოს ეკლესიის იტორიაში.
21 წლის ასაკში აღიკვეცა მონოზვნად, 9 წლის წინ კი მღვდელმთავრად იქნა გამორჩეული. ორი წელი მარგვეთისა და უბისის, – ხოლო შვიდი წელი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას განაგებდა. გახსნა ხუთი დედათა და მამათა მონასტერი, ასევე, – მესამე ტაძარი ჰერეთში. განსაკუთრებით პატრონობდა დედოფლისწყაროს გიმნაზიის მოსწავლეებს;
საერთოდ კი იყო უჩვეულოდ უბრალო და თავმდაბალი, კეთილი და ყველას მოსიყვარულე, ნამდვილი მზრუნველი მამა თავისი სამწყსოსი.
აღვავლენთ ლოცვებს ეპისკოპოს დიმიტრის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მშობლებს, ახლობლებს, სასულიერო პირებსა და მრევლს, ასევე, ყველა გულშემატკივარს მიმადლოს მშვიდობა და ძალა მისთვის ლოცვისა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,