

ხარაგაულში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოების გამო ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალი დაზიანდა.
ბუნებრივი აირი აღარ მიეწოდება დაბა ხარაგაულის, ბაზალეთის, ისლარის, ფარცხნალის, ჯაფაროულისა და ჩხერის მოსახლეობას.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ზესტაფონის ფილიალის მენეჯერის, ლევან აბაშიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და დღის ბოლომდე ბუნებრივ აირს დ. ხარაგაულს მიაწვდიან.
ზემოთ ჩამოთვლილ სოფლებში კი ბუნებრივი აირის მიწოდება ხვალიდან, 28 იანვრიდან, დაიწყება.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.