
ხვალ, 27 იანვარს, 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ხარაგაულის, ჭიათურის, წყალტუბოს, ტყიბულის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერისა და ხონის სკოლების მეთორმეტეკლასელებისათვის გაიმართება.
აბიტურიენტთა ინფორმირებულობის მიზნით ღია კარის დღეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ტარდება. შეხვედრები Microsoft Teams-ის პროგრამით ტარდება. ღია კარის დღეზე დასასწრები ბმული ეგზავნება ადგილობრივ რესურსცენტრებს, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამისი სკოლების ინფორმირებას.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, დაესწრონ შეხვედრებს და მიიღონ დეტალური ინფორმაცია გამოცდებისათვის რეგისტრაციისა და სხვა მნიშვნელოვანი პროცედურული საკითხების შესახებ.
ცენტრის საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებისგან აბიტურიენტები მიიღებენ მნიშვნელოვან რჩევებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ როგორც გამოცდებისათვის მომზადების პროცესში, ასევე თავად გამოცდებზე.
ონლაინ ღია კარის დღე უკვე შედგა ქუთაისში, ასევე გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში მაცხოვრებელი აბიტურიენტებისათვის.
წიფის სკოლის მოსწავლე ნათია გუდაძის ნახატების გამოფენა სკოლაში
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთ კვირაში, 3 მარტს,
სკოლის დამთავრება და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება ადამიანის
26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ხარაგაულში რამდენიმე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებს შორის „მხიარული სტარტები“