

ხარაგაულში ეპიდემიოლოგიური ვითარება მძიმდება. ბოლო 24-საათში ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ვირუსის ხარაგაულში პირველად დაფიქსირებიდან 25 იანვრამდე კორონავირუსით 3720 პირი დაინფიცირდა, მათგან 3425 გამოჯანმრთელდა, ხოლო 43 – გარდაიცვალა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამჟამად კორონავირუსი ლაბორატორიულად დადასტურებული აქვს 252 პირს, მათგან 12 კოვიდკლინიკაში მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
კორონავირუსით ინფიცირების მატების გამო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი რეგულაციების მაქსიმალურად დაცვისკენ მოგვიწოდებს – ვატაროთ პირბადე ღი და დახურულ სივრცეებში, მოვერიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს.
ეპიდვითარების დამძიმების გამო ხარაგაულში ორი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე