ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, მალხაზ ფხალაძის ინფორმაციით, კიცხში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა 767 473 ლარი მიიღო, – ამბობს მალხაზ ფხალაძე, – რეგიონული განვითარების სამინისტროსგან მივიღეთ რეკომენდაცია, რომ თანხა მუნიციპალიტეტს თავისი შეხედულებისამებრ განეკარგა. რადიკალური და განსხვავებული ქმედებისგან თავი შევიკავეთ. თანხა ყველაზე სოფელზე განაწილდა, მხოლოდ საერთო თანხის 20%-ით გადავწყვიტეთ კიცხში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა.“

მალხაზ ფხალაძის ინფორმაციით, კიცხში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას 157 473 ლარი მოხმარდება.