

დღეს, 21 იანვარს, ხარაგაულიდან მიკროავტობუსები კიცხის, თეთრაწყაროს, ზესტაფონისა და ქუთაისის მიმართულებით ვერ გავიდნენ.
ამის მიზეზი, მძღოლების თქმით, გაუწმენდელი გზებია.
„თეთრაწყაროში წუხელ დიდი მოთოვა. ამ დილით გზა გაწმენდილი არ იყო, ამიტომ ვერ წამოვედი“, – ამბობს მძღოლი შოთა აბაშიძე.
„ძირულაში, სკოლასთან ამოსვლა გაუჭირდა ხარაგაული-ქუთაისის მიკროავტობუსს. ჩვენი მიკროვატობუსები ამ დილით ზესტაფონი-ძირულას მიმართულებით ვერ წავიდნენ, – ამბობს ს/ს „ავტოტრანსის“ დირექტორი დავით ხარაძე, – ქუთაისიდან ამოვიდა მარშუტკა, მაგრამ მგზავრები არ ჰყავს და უკან, ჯერჯერობით, არ გაბრუნებულა.
დღის განმავლობაში ამინდს დავაკვირდებით და იმის მიხედვით გადავწყვეტთ, წავიდეს თუ არა მიკროავტობუსი ზესტაფონში ძირულის გავლით.
სარგვეშიდან ვერ შეძლოა გადმოსვლა მიკროავტობუსმა“.
გაუთოვლავი გზის გამო ვერ შეძლო თბილისში წავსლა მძღოლმა ჯონი არევაძემ. მისი თქმით, ლეღვნიდან ხარაგაულამდე ჩამოსავლელი გზა გაუწმენდელია.
თბილისის მიმართულებით დღეს ხარაგაულიდან ერთი მიკროვატობუსი გავიდა. მძღოლმა მამუკა მაღლაფერიძემ გვითხრა, რომ ძირულაში თოვლიანი გზის გავლა ცოტა გაუჭირდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,