10 იანვრიდან 17 იანვრამდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 63 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამჟამად ხარაგაულში ვირუსის 138 აქტიური შემთხვევაა, მათგან 18 ინფიცირებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო დანარჩენები სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით, მკურნალობენ.
პირველად დაფიქსირებიდან დღემდე ხარაგაულში კორონავირუსი 3533 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 3352 გამოჯანმრთელდა, ხოლო 43 გარდაიცვალა. თვითიზოლაციაში 83 ადამიანი იმყოფება.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის, ალექსანდრე ტაბატაძის, ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ჩატარებული ტესტირების მცირე ოდენობაა.
„შაბათ-კვირას, თანაც ასეთი უხვი ნალექის დროს, ადამიანები გასატესტად ნაკლებად მოდიან. დღეს ბევრი ხარაგაულელი დაგვიკავშირდა და ტესტების გასაკეთებლად ბრიგადა ოჯახებში მივიდა. დიდთოვლობის გამო რამდენიმე ადგილას მისვლა ვერ შევძელით.
კორონავირუსის შემთხვევათა საერთო რაოდენობა კლებადია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ხარაგაულში ჯერ კიდევ „დელტა შტამია“ გავრცელებული.
თუ პირის დაინფიცირებიდან ერთ-ორ დღეში მისი ოჯახის დანარჩენ წევრებსაც დაუდასტურდებათ ვირუსი, სავარაუდოდ, ეს ომიკრონის შტამი იქნება. ასეთი შემთხვევა, ჯერჯერობით, ხარაგაულში არ გვაქვს,“ – ამბობს ალექსანდრე ტაბატაძე.
მეშვიდე წელია, რაც მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის
ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს,
ერთი თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის –
16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს,