

„მასწავლებლებო, მოსწავლეებო და მშობლებო,
17 იანვარს ჩვეულებრივი რეჟიმით, საკლასო ოთახებში, ვიწყებთ სწავლას. ყველა თანამშრომელი დატესტილია, წყალი და გათბობა გვაქვს. ავად არავინ არის.
სასკოლო ტრანსპორტი დამოკიდებულია თოვლის რაოდენობაზე. ამიტომ ნუ იქნებით დამოკიდებული ტრანსპორტზე.
გელოდებით… “ – მოსწავლეებსა და პედაგოგებს სოციალური ქსელით მიმართავს ნადაბურის საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ხაჩიძე.
რამდენად შეძლებენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლები ხვალ, 17 იანვარს, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას, ამის გასარკვევად საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს მარინა ვეფხვაძეს დავუკავშირდით.
„მხოლოდ მოლითის საჯარო სკოლაში ვერ განახლდება საკლასო ოთახებში სწავლა, ვინაიდან ამ სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამბობს მარინა ვეფხვაძე, – მომდევნო კვირაში ძალიან ცოტა მოსწავლე დარეგისტრირდა სწავლების ონლაინ ფორმაზე. სკოლის დირექტორები ამბობენ, რომ მოსწავლეებს გამთბარ შენობებს დაახვედრებენ და რეგულაციებს დაიცავენ“.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე