

31 მარტიდან ბორითის საბავშვო ბაღი ოთხმოცამდე აღსაზრდელს მოემსახურება. ორი ახალი ჯგუფის საზეიმო გახსნაში იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სოფლის მოსახლეობა მონაწილეობდნენ.
ბორითის საბავშვო ბაღის ახლადდანიშნული გამგის, სოფიო უფლისაშვილის თქმით, „აქამდე ამ საბავშვო ბაღში მხოლოდ ერთი შერეული ჯგუფი ფუნქციონირებდა 27 აღსაზრდელით. ახალი ჯგუფების გახსნის გამო დაგვემატა ახალი აღმზრდელები, ძიძები, მზარეული, მრეცხავი და დარაჯი“.
„ბორითის საბავშვო ბაღი 80-მდე აღსაზრდელს მოემსახურება და მსურველები კიდევ არიან. ეს ძალიან კარგია, – აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა გოგი ჭიჭინაძემ.
„სასიხარულოა, რომ ხარაგაულში არსებობს ბავშვთა კონტინგენტი ახალი ბაღების გასახსნელად, – აღნიშნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა.
ბორითის საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელი ნათია მაქაძემ გახარებულია, რომ მისი სამი წლის შვილი საბავშვო ბაღში ივლის.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანეის დირექტორ ირმა სებისკვერაძის ინფორმაციით, აპრილის ბოლოს იგეგმება ხიდრისა და ზვარის საბავშვო ბაღების გახსნა. ახალ ბაღებში იფუნქციონირებს თითო შერეული ჯგუფი 25 აღსაზრდელზე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ინგა მაღრაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ სწორი აქცენტი გააკეთა სკოლამდელ დაწესებულებათა გახსნის მიმართულებით. „იყო სოფლები, სადაც არასოდეს ყოფილა საბავშვო ბაღი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოწესრიგებულია საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურა და აღსაზრდელებს შეუძლიათ მიიღონ სრულყოფილი სკოლამდელი განათლება.“
თამთა გოგოლაძე
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა
„ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ესაია, 7:14).