

ბოლო 3 დღეში ხარაგაულში კორონავირუსი 18 პირს დაუდასტურდა.
ახალი შემთხვევები გამოვლინდა გრიგალათში, ლეღვანში, ჩრდილში, დიდვაკეში, ზვარეში, გედსამანიაში, ვერტყვილასა და ზედუბანში.
პირველად დაფიქსირებიდან დღემდე ხარაგაულში კორონავირუსი 3431 ხარაგაულელს დაუდასტურდა, მათგან 2990 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 43 გარდაიცვალა.
ამჟამად ხარაგაულში კორონავირუსი 488 ადამიანს აქვს, მათგან 28 საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო დანარჩენი სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით, მკურნალობს. იზოლაციაში 30 ადამიანი იმყოფება.
დეკემბერში ხარაგაულში კორონავირუსის 373 შემთხვევა გამოვლინდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,