

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ 2021 წელი შეაჯამა და წლის საუკეთესო მედიკოსები დააჯილდოვა.
საჭიდაო სახეობებში წლის საუკეთესო რეაბილიტოლოგად ლაშა ღონღაძე დასახელდა.
ლაშას ამ წარმატებით გამოწვეული ემოციების გაზიარება ვთხოვეთ.
„მეშვიდე წელია, ოლიმპიური ნაკრების ექიმი ვარ და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებთან ვმუშაობ, – ამბობს ლაშა ღონღაძე, – წელს ძიუდოს, სამბოსა და თავისუფალი სტილით მოჭიდავეების რეაბილიტოლოგებს შორის საუკეთესოს წოდება მომანიჭეს.
ეს ტიტული ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. ამაყი ვარ იმით, რომ შრომა დამიფასდა. ადვილი არ არის ოლიმპიური ნაკრების ექიმობა, რადგან სპორტსმენები მუდმივად ფორმაში უნდა იყვნენ.
ვეცდები, ჩვენი მოჭიდავეების იმედები ყოველთვის გავამართლო“.
ლაშა ღონღაძე სხვადასხვა წლებში ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიასა და ბორის სკოლაში სწავლობდა.
ფოტოზე: ლაშა ღონღაძეს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი ხათუნა კალმახელიძე აჯილდოვებს
ხარაგაულში საბავშვო თეატრის წრე მოსწავლე-ახალგაზრდობის
შეკითხვაზე, – რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გული დიდხანს
ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ანტიბაქტერიული საპნების გამოყენების
საფუტკრეში საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების შესახებ რჩევებისთვის მეფუტკრე გიორგი ლომსაძეს დავუკავშირდით.
სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების დრო დადგა. მიწის დამუშავებისთვის